ციხისძირიდან ხის გადარგვის პროცესში მეც ისეთივე დამკვირვებელი ვიყავი, როგორც ნებისმიერი მოქალაქე

25/03/2016

ჩვენი სამინისტროს კომპეტენციაში ამ საკითხის გადაწყვეტა არ შედიოდა და მე ისეთივე დამკვირვებელი ვიყავი პროცესების, როგორც ნებისმიერი მოქალაქე, – ამის შესახებ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა ასწლოვანი ხის ციხისძირიდან ურეკში, დენდროლოგიურ პარკში გადარგვის საკითხის კომენტირებისას განაცხადა.

აგულაშვილის განმარტებით, ის უბრალოდ დაინტერესდა, თეორიულად და პრაქტიკულად რამდენად შესაძლებელი იყო მსგავსი გადაადგილება და საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდა.

“მე ადრეც მითქვამს და მინდა გავიმეორო, რომ ეს საკითხი არც დასაწყისში, არც მისი განხორციელების პროცესში, არ უკავშირდებოდა ჩვენი სამინისტროს კომპეტენციას. არც დაცული ტერიტორიების სააგენტოს, არც ეროვნული სატყეო სააგენტოს ან ჩვენს გამგებლობაში არსებული ნებისმიერი უწყების კომპეტენციაში არ შედიოდა ამ საკითხის გადაწყვეტა. შესაბამისად, მე ისეთივე დამკვირვებელი ვიყავი ამ პროცესების, როგორც თქვენ, როგორც ნებისმიერი მოქალაქე. მე დავინტერესდი, შესაძლებელი იყო თუ არა ზოგადად, თეორიულად, პრაქტიკულად – მცენარის მსგავსი ტიპის გადაადგილება და შესაბამისი ინფორმაცია მივაწოდე მოსახლეობას. სხვა შეხება ამ თემასთან ჩვენ არ გვქონია”, – განაცხადა გიგლა აგულაშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0