ციხისძირში ასფალტის საფარი დაიგო

15/07/2017

ციხისძირში, ყოფილ სანერგე მეურნეობაში ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება. დღეს სოფლის გზაზე ასფალტის საფარი დაიგო. სამუშაოების მიმდინარეობას ქობულეთის გამგებელი სულხან ევგენიძე ადგილზე გაეცნო. ტერიტორიის კეთილმოწყობა ასოციაცია „ატუს“ ინიციატივით ხორციელდება. სოფლის კეთილმოწყობის მიზნით მოწესრიგდა წყალგაყვანილობის სისტემა და მოეწყო გარე განათება, ასევე გაშენდა პარკი, სადაც უნიკალური ჯიშის სხვადასხვა სახეობის მცენარე დაირგო. პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს სოფლის განვითარებასა და ინვესტიციების მოზიდვას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0