„ცოცხალი წიგნები” სოფელ ლიხაურში

16/07/2016

ცნობილი ქართველი, თანამედროვე მწერლები: დავით ტურაშვილი, ნინო გუგეშაშვილი, მანანა მენაბდე, მარიამ წიკლაური, ლევან ლორია, დავით შემოქმედელი და პროექტის ავტორი ქეთი დუმბაძე დღეს სოფელ ლიხაურის ექვთიმე თაყაიშვილის სახლ-მუზეუმში ადგილობრივ ახალგაზრდებს შეხვდნენ. ქართველმა ავტორებმა საკუთარი ნაწარმოებები წაიკითხეს და თანამედროვე ლიტერატურის ახალ გამოწვევებზე ისაუბრეს. შეხვედრას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე დაესწრო. თანამედროვე მწერლები ოზურგეთელ მკითხველთან შეხვედრებს 2 დღის განმავლობაში მართავდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0