პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. ირაკლი ღარიბაშვილმა სხდომის დაწყების წინ რამდენიმე განცხადება გააკეთა, მათ შორის, მთავრობის მეთაურმა ეკონომიკის მიმართულებით დადებით ტენდენციებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ განსაკუთრებით მაღალ მაჩვენებელს ინარჩუნებს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები.
„მინდოდა კიდევ ერთხელ აღმენიშნა, რომ ჩვენ ძალიან დადებითი ტენდენციები გვაქვს ეკონომიკის მიმართულებით. ამის თაობაზე ინფორმაცია აქვს მოსახლეობას, ჩვენს საზოგადოებას. პირდაპირი უცხოური ინვესტიციები განსაკუთრებით მაღალ მაჩვენებელს ინარჩუნებს. პირველ კვარტალში თითქმის ნახევარი მილიარდი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია დაფიქსირდა საქართველოში, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან პოზიტიურია,” – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.