ძალიან მნიშვნელოვანია, რომ განახლებული შემადგენლობით, განახლებული სტრუქტურით დაიწყებს უკვე მთავრობა მუშაობას

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

„დარწმუნებული ვარ, რომ ის მიზნები, რომლებიც არის დასახული საარჩევნო პროგრამაში და შესაბამისად, სამთავრობო პროგრამაში, იქნება აუცილებლად წარმატებით განხორციელებული”,- ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. პარლამენტმა დღეს საქართველოს მთავრობის განახლებულ შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მთავრობა განახლებული შემადგენლობითა და სტრუქტურით დაიწყებს მუშაობას.

„მინდა, მივულოცო პრემიერმინისტრს მთავრობის შემადგენლობას ნდობის გამოცხადება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ განახლებული შემადგენლობით, განახლებული სტრუქტურით დაიწყებს უკვე მთავრობა მუშაობას და მე დარწმუნებული ვარ, რომ ის მიზნები, რომლებიც არის დასახული საარჩევნო პროგრამაში და შესაბამისად, სამთავრობო პროგრამაში, იქნება აუცილებლად წარმატებით განხორციელებული. მე მინდა, ამ ყველაფერში დიდი წარმატებები ვუსურვო პრემიერმინისტრს და მთავრობის მთლიან შემადგენლობას”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

Visited 111 times, 1 visit(s) today