ძალისში სკვერის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძალისში, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, სკვერის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ადგილზე არსებულ ვითარებას მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე გიორგი ჩიფჩიური, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერთან, დიმიტრი ზურაბიშვილთან და თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო. პროექტის მიხედვით, ეკლესიისა და ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიებზე გათვალისწინებულია სხვადასხვა სახის სამუშაოს ჩატარება. მათ შორის განახლდება მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალი, დაიგება ბორდიულები, დეკორატიული ფილები, მოეწყობა საბავშვო გასართობი ატრაქციონები და დეკორატიული შადრევანი, დამონტაჟდება ტრენაჟორები, დაიდგმება სკამები, ლამპიონები, ფანჩატური, ურნები. ასევე, დაირგვება დეკორატიული მცენარეები. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 288 000 ლარს შეადგენს, სამშენებლო სამუშაოებს კი მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს “ნდს მშენებლობა” ახორციელებს. აღსანიშნავია, რომ ამჟამად, მცხეთის მუნიციპალიტეტის მასშტაბით სკვერების მშენებლობა, ძალისის გარდა, კიდევ 5 ლოკაციაზე მიმდინარეობს: ქალაქ მცხეთაში ( რკინიგზის სადგური), წინამძღვრიანთკარში, წილკნის ი.გ. პირთა დასახლებასა და ქსანში.

Visited 73 times, 1 visit(s) today