ძეძილეთი-გორდი-ნოღას გზის რეაბილიტაცია და 2 ხიდის მშენებლობა დასრულდა

30/03/2021

ხონის მუნიციპალიტეტში, ძეძილეთი-გორდი-ნოღის გზის 10 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია და მდინარე ცხენისწყალსა და მდინარე მეჭიაზე სახიდე გადასასვლელების მშენებლობა დასრულდა. რეაბილიტირებული გზა ხონისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტებს უმოკლესი მანძილით აკავშირებს ერთმანეთთან. ძეძილეთი-გორდი-ნოღას საავტომობილო გზა ადგილობრივი მნიშვნელობისაა და მათხოჯი-ხიდი-გორდი-კინჩხას და ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზებს შორის კავშირს უზრუნველყოფს. ამ გზით სოფლები – გაღმა ნოღა, გამოღმა ნოღა და ძეძილეთი უკავშირდებიან საქართველოს საავტომობილო გზების ქსელს. პროექტი მნიშვნელოვანია ტურისტული თვალსაზრისითაც, ვინაიდან ამცირებს გადაადგილების დროს და მანძილს პრომეთეს მღვიმედან ოკაცეს კანიონის მიმართულებით. პრომეთეს მღვიმედან ოკაცეს კანიონამდე მისვლა 60 კმ-ის ნაცვლად, უკვე მხოლოდ 20 კმ-ის გავლით იქნება შესაძლებელი. გზისა და ხიდების სარეაბილიტაციო და სამშენებლო სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან 16.5 მილიონი ლარით დაფინანსდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0