ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით საქველმოქმედო აქცია ჩატარდა

27/02/2018

ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის თანამშრომლები შშმ პირთა დღის ცენტრ – სოციალური თერაპიის სახლს ეწვივნენ. პროკურატურის თანამშრომლებმა დღის ცენტრის ბენეფიციარები მოინახულეს, ცენტრის ბაზაზე არსებული სახელოსნოები დაათვალიერეს და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიერ დამზადებული ხელნაკეთი ნივთები შეიძინეს. გაყიდული ნივთების შედეგად შეგროვილი თანხა დღის ცენტრის საჭიროებას მოხმარდება.
სოციალურ საწარმოში 25 თანამშრომელია დასაქმებული, რომელთაგან უმეტესობა შშმ პირს წარმოადგენს. საწარმოში სანთლის, ხის, თექის და ქაღალდის სხვადასხვა საყოფაცხოვრებო თუ დეკორატიული ნივთები მზადდება, თერაპიის სახლი მომხმარებელს ასევე ტექსტის აკრეფა-დიზაინ-დაკაბადონებას, ფლაერებისა და კატალოგების ბეჭდვას სთავაზობს.
ღონისძიება პროექტ „საზოგადოებრივი პროკურატურის“ ფარგლებში ჩატარდა და მის მიზანს წარმოადგენდა ცენტრის ბენეფიციარებისთვის ეკონომიკური დახმარების გაწევა და მათი საზოგადოებაში ინტეგრაცია და სოციალიზაცია.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0