ძლიერი წვიმის შედეგად “კაერის” ღელე ადიდდა

01/09/2017

ღამის საათებში, ძლიერი წვიმის შედეგად მესტიის მუნიციპალიტეტის ლენჯერის ტერიტორიულ ერთეულში “კაერის” ღელე ადიდდა, რამაც საფრთხე შეუქმნა საგზაო ინფრასტრუქტურას.
ადიდებულმა ღელემ დროებით შეაფერხა საგზაო მოძრაობა, თუმცა დროული რეაგირების შედეგად საგზაო მოძრაობის აღდგენა მალევე გახდა შესაძლებელი. ადგილზე იმყოფებოდნენ მესტის მუნიციპალიტეტის გამგებელი კაპიტონ ჟორჟოლიანი და შესაბამისი სამსახურები. მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა გაწმენდითი სამუშაოები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0