ძლიერმა წვიმამ და ქარიშხალმა ზიანი მიაყენა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფლებს

03/06/2016

2 ივნისს ძლიერმა წვიმამ და ქარიშხალმა ზიანი მიაყენა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფლებს: თაიას, ზუმს, ნაფიჩხოვოს,ხაბუმესა და მუხურს.
ადიდებულმა ღელეებმა ჩამორეცხა შიდა საუბნო გზები, დატბორა მოსახლეობის საცხოვრებელი სახლის ეზოები, სათესი ფართობები. წაქცეულია მრავალწლოვანი ხეები. დახოცილია შინაური ფრინველი.
შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ მუნიციპალიტეტის გამგებელი დათო გოგუა, გამგებლის პირველი მოადგილე გოჩა ჩიქოვანი, სოფლის ხელმძღვანელები და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები.
ამ ეტაპზე წაქცეული ხეებისგან გადახერგილი გზები გაწმენდილია, აღდგენილია მოძრაობა. მოსახლეობას შეუზღუდავად მიეწოდება ელექტროენერგია.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0