ძლიერმა წვიმამ პრობლემები შემოქმედის თემში, სოფელ წითელმთის ტერიტორიაზეც შექმნა

16/10/2017

ოზურგეთში უამინდობა გრძელდება. ძლიერმა წვიმამ პრობლემები შემოქმედის თემში, სოფელ წითელმთის ტერიტორიაზეც შექმნა. ადიდებულია მდინარე ბჟუჟი. წითელმთის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე მოჭარბებული ნაკადი საფრთხეს მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთებს უქმნის.
ადგილზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ ყაზაიშვილი და ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის სამსახურის სპეციალისტები იმყოფებიან.
დატბორილია რამოდენიმე მოსახლის ეზოც.
უამინდობის მიუხედავად სოფლებს ელექტროენერგია უწყვეტ რეჟიმში მიეწოდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0