წარმატებული მოჭიდავე გამგეობის გადაწყვეტილებით ფულად ჯილდოს მიიღებს

20/12/2016

მუნიციპალიტეტის გამგებელი ტარიელ თუთარაშვილი წარმატებულ სპორტსმენს ალექსი სვიანაძეს შეხვდა. ალექსი სვიანაძემ კვიპროსში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ჭიდაობა სამბოში მესამე ადგილის დაკავება შეძლო. ის უკვე მესამე წელია საქართველოს ნაკრების წევრად ირიცხება. გამგეობის გადაწყვეტილებით ალექსი სვიანაძე ფულად ჯილდოს მიიღებს 300 ლარის ოდენობით. სპორტსმენს მიღწეული წარმატება გამგებლის მოადგილემ ვახტანგ ღამბაშიძემ კულტურის სამსახურთან ერთად მიულოცა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0