წაღვერში ხანძარია

26/07/2017

წაღვერში არჯევანიძის ტყეში პირველადი მონაცემებით დაახლოებით 1000 კვ. მეტრზე ხანძარი გაჩნდა.
ადგილზე ეროვნული სატყეოსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებიან.
მიმდინარეობს ხანძრის ჩაქრობის სამუშაოები. ადგილზე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0