წაღვლში 1300 გრძივი მეტრის ბეტონის გზის საფარის და სანიაღვრე არხების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

08/09/2017

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ წაღვლში 1300 გრძივი მეტრის ბეტონის გზის საფარის და სანიაღვრე არხების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტი ე.წ მთის ფონდის მიერაა დაფინანსებული. მიმდინარე სამუშაოები შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილემ სიმონ გულედანმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა. გულედანის თქმით, ბეტონი გზის პროექტი მოიცავს როგორც სოფლის ძირითადი გზის, ასევე ჩიხებისა და უბნების რეაბილიტაციას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0