წელს რაჭა – ლეჩხუმზე და ქვემო სვანეთზე რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის ნაწილში 15 მილიონ ლარამდე თანხა იყო გამოყოფილი

17/07/2020

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ილია ბეგიაშვილმა, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რწმუნებულთან არჩილ ჯაფარიძესთან და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები ადგილზე დაათვალიერა. ობიექტებს შორის იყო ამბროლაურში მდინარე კრიხულას ნაპირსამაგრი სამუშაოები და სპორტული მოედნის რეაბილიტაცია, ონში ბარი-მრავალძალის გზა, ონის ქუჩების კეთილმოწყობა, პიპილეთის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია, ლენტეხის კეთილმოწყობის სამუშაოები, ცაგერში კეჭნარის სკვერის, ქუჩების ასფალტირება, სპორტული მოედნის რეაბილიტაცია. ილია ბეგიაშვილის განცხადებით, “წელს რაჭა – ლეჩხუმზე და ქვემო სვანეთზე რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის ნაწილში 15 მილიონ ლარამდე თანხა იყო გამოყოფილი, აქედან დაფინანსდა 44 პროექტი, თუმცა არის კიდევ 2 პროგრამა რომლითაც ოპერირებენ მუნიციპალიტეტები.
მიუხედავად იმისა, რომ 2 თვის განმავლობაში კოვიდის გამო პრაქტიკულად შეჩერებული იყო ყველა პროექტი, იმდენად კარგად განაახლეს ეს სამუშაოები, რომ ამ სამუშაოების დაახლოებით 60% დამთავრებულია. მუნიციპალიტეტებში შეხვედრების შედეგად უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ პრაქტიკულად დავიწყეთ მუშაობა 2021 წლის პროექტებზე, მათი განხილვა და თემებზე მსჯელობა”.
მხარის რწმუნებულმა არჩილ ჯაფარიძემ მონიტორინგის მიმდინარეობისას აღნიშნა რომ “სახელმწიფო განსაკუთრებულ მხარდაჭერას უცხადებს მაღალმთიან რეგიონებს, ამის ნათელი მაგალითია ყველა ის პროექტი რაც მხარეში მიმდინარეობს, რომელთა დასრულების შემდგომ აქ მცხოვრები ადამიანების პირობები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.”

Tweet about this on TwitterShare on Facebook0