შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის წიწამური-საგურამო-ცხვარიჭამიას საავტომობილო გზაზე 11 კმ-მდე გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტი 2 მონაკვეთად არის დაყოფილი. ამ დროისთვის, კიუვეტების განახლების სამუშაოები მიმდინარეობს.
გზის კეთილმოწობას, დიდი მნიშვნელობა აქვს ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების თვალსაზრისით. სარეაბილიტაციო მონაკვეთი ძლიერ დაზიანებული იყო, არსებული ასფალტ-ბეტონის საფარი ფრაგმენტულად იყო შემორჩენილი, ხოლო გზის დანარჩენი ნაწილი ხრეშოვანი. პროექტის შესაბამისად, მოეწყობა ასფალტ-ბეტონის საფარი, ხელოვნური ნაგებობები, ადგილობრივ გზებთან მიერთებები და საგზაო ნიშნები. სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ჯამური ღირებულება 7.3 მილიონი ლარია.