წმინდა ნინოს ხსენების დღე ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში აღინიშნა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

წმინდა ნინოს ხსენების დღე ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში, რწმუნებულის მოადგილეებმა შალვა ბერძენიშვილმა, შოთა როსტიაშვილმა, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა მელიქიძემ, სამხარეო ადმინისტრაციის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიულოცეს. ნინოწმინდის წმინდა ნინოს სახელობის მზრუნველობა მოკლებულ ბავშვთა პანსიონატის აღსაზრდელებმა, სტუმრებისთვის ღონისძიება გამართეს. პანსიონატი 2004 წელს უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის ლოცვა კურთხევით დაარსდა. პანსიონატს ხელმძღვანელობს სხალთის მთავარეპისკოპოსი მეუფე სპირიდონი, სადაც 5-დან 16 წლამდე ასაკის აღსაზრდელები ცხოვრობენ. ქართველთა განმანათლებლის, წმინდა ნინოს ხსენების დღესთან დაკავშირებით, საზეიმო წირვა მეუფე სპირიდონმა აღავილნა. სტუმრებმა პატარებს ტანსაცმელი და საკვები პროდუქტი მიუტანეს.

Visited 159 times, 1 visit(s) today