წმინდა შალვა ახალციხელის ხსენების დღე საზეიმოდ აღინიშნა

01/07/2018

ახალციხეში, წმინდა შალვა ახალციხელის ხსენების დღე საზეიმოდ აღინიშნა. დილიდან ქალაქში სხვადასხვა კულუტურლი და გასართობი ღონისძიება გაიმართა. ახალციხელობის დღესასწაულთან დაკავშირებით ღონისძიებები ქალაქის ცენტრალური პარკიდან დაიწყო და დრამშოუს მსვლელობით ახალციხის ციხეზე გაგრძელდა.
ციხის ტერიტორიაზე სამცხე–ჯავახეთის მასშტაბით ყველა მუნიციპალიტეტიდან ხალხური რეწვის ოსტატებმა, მხავრებმა, საკუთარი ნამუშევრები გამოფინეს.
ასევე მოეწყო სასოფლო–სამეურნეო პროდუქციის გამოფენა–გაყიდვა და დეგუსტაცია სახელწოდებით „თიბათვე“ სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამცხე–ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს ორგანიზებით გაიმართა. მესხური ყველის სხვადასხვა სახეობა, მაწონი, თაფლი, ღვინო კენკრა და სხვა პროდუქტები 42 ფერმერსა და კოოპერატივს ჰქონდა წარმოდგენილი, რომლებიც დაჯილდოვდნენ შესაბამისი სერითიფიკატებით.

“ძალიან კარგია, რომ სწორედ „ახალციხელობას“ დაემთხვა სასოფლო–სამეურნეო პროდუქციის გამოფენა. ეს კოოპერატორებისთვის წამახალისებელია. ასე მათ მეტი შანსი ეძლევათ თავიანთი პროდუქციის რეალიზებისთვის. სამინისტრო მზადაა, რომ რეგიონს სოფლის–მეურნეობის განვითარებაში დაეხმაროს“ – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა.

ახალციხელობისადმი მიძღვნილი ღონისძიების ერთ-ერთი ნაწილი, საღამოს საპატიო მოქალაქეების დასახელება იყო, სადაც 2018 წლის ახალციხის საპატიო მოქალაქეები გახდნენ ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი სტეფანე კალაიჯიშვილი, ექიმი რუზანა მელიქიანი და ხალხური რეწვის ოსტატი მარიამ ჟუჟუნაძე. ასევე, დაჯილდოვდნენ სპორტულ აქტივობებში გამარჯვებული სპორტსმენები სხვადასხვა აქტივობებში.

“ეს არის როგორც საერო, ისე სახალხო დღესასწაული. ახალციხელობა ქალაქისთვისაც და რეგიონისთვისაც მნიშვნელოვანი დღეა და ვულოცავ ყველას – აღნიშნა სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორმა კახა სამხარაძემ.

დღესასწაული გალა კონცერტით და ფოიერვერკით დასრულდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0