წნისის საბავშვო ბაღს სამზარეულოს ინვენტარი და წიგნები გადაეცა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

არასამთავრობო ორგანიზაცია „world vision“-მა ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობას წნისის საბავშვო ბაღისათვის სამზარეულოს ინვენტარი და საბავშვო ლიტერატურა გადასცა.
გამგებლის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ურთიერთთანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია ახალციხის მუნიციპალიტეტისა და „world vision“ – ის ერთობლივი პროექტები, რომლებიც ძირითადად სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს უკავშირდება. მისი თქმით ორგანიზაციის მიერ გაწეული დახმარება გამგეობას კიდევ უფრო მეტ სტიმულს აძლევს სოფლებში რაც შეიძლება მეტი საბავშვო ბაღები გახსნას.
შეგახსენებთ, წნისის საბავშვო ბაღი სექტემბრის თვეში გაიხსნება. წნისელ პატარებს მრავალი ათწლეულის შემდეგ თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება ექნებათ. იგი 40 აღსაზრდელზე იქნება გათვლილი და ორი ჯგუფი იფუნქციონირებს. საბავშვო ბაღში კი 12-მდე ადგილობრივი დასაქმდება.

Visited 371 times, 1 visit(s) today