წონიარისის საბავშვო ბაღი სტანდარტების შესაბამისად რემონტდება

17/07/2017

ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობამ მორიგი უმნიშვნელოვანესი პროგრამა – ბაღების ქსელის გაფართოება დაასრულა, თუმცა პარალელურ რეჟიმში აგრძელებს სხვა საბავშვო ბაღების რემონტს. დოლოგნის მსგავსად, სარემონტო სამუშაოები უტარდება წონიარისის ბაღსაც, რისთვისაც ადგილობრივ ბიუჯეტში 50 000 ლარია გათვალისწინებული. ბაღს გახსნის დღიდან, წლებია რემონტი არასოდეს ჩატარებია. წელს პირველად, თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად მოეწყობა – რეკონსტრუქცია ჩაუტარდა პირველ სართულს, კაპიტალურად რემონტდება ორივე სართული, შეიღებება ფასადი და უმნიშვნელოვანისი – 42 აღსაზრდელი პირველად ისარგებლებს კეთილმოწყობილი ეზოთი. სარემონტო სამუშაოები დღეს, გამგებელმა დავით დუმბაძემ, პირველ მოადგილესთან გურამ ბერიძესთან და წარმომადგენელთან წონიარისის ადმინისტრაციულ ერთეულში – ამირან წულუკიძესთან ერთად დაათვალიერა. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ინდ.მეწარმე ავთანდილ სანიკიძე ახორციელებს, რომელსაც 10-მდე ადგილობრივი ჰყავს დასაქმებული. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად გარემონტებული საბავშვო ბაღი აღსაზრდელები ახალი სასწავლო წლიდან ისარგებლებენ

Tweet about this on TwitterShare on Facebook0