წყალტუბოს გენგეგმის კონცეფციის შემუშავებას ხელი მოეწერა

13/12/2020

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ილია ბეგიაშვილმა და შპს „ბაუ დიზაინის“ დირექტორმა მიხეილ ბალიაშვილმა დღეს ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას. დოკუმენტის თანახმად, ქალაქ წყალტუბოს გენერალური გეგმის კონცეფციის შემუშავებაზე ჩატარებულ კონკურსში გამარჯვებული კომპანია „ბაუ დიზაინი“, რომელიც მაღალკვალიფიციური უცხოელი და ქართველი სპეციალისტებისგან შედგება, კონცეფციას 90 დღის ვადაში წარმოადგენს. გენგეგმით უნდა განისაზღვროს ის აუცილებელი ღონისძიებები, რაც კურორტს შეუნარჩუნებს უნიკალურ ფუნქციურ-გეგმარებით სტრუქტურას და ქალაქს ქაოტური, უმართავი განაშენიანებისგან დაიცავს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0