წყალტუბოში ბავშვთა სადღესასწაულო ცენტრი ,,თახვები’’ გაიხსნა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

, წყალტუბოში ბავშვთა სადღესასწაულო ცენტრი ,,თახვები’’ გაიხსნა. ცერემონიას ადგილობრივი თვითმმართველობის პირველი პირები ესწრებოდნენ, რომლებმაც ცენტრის ხელმძღვანელებს: თამარ მანაგაძესა და რუსუდან ჩინჩალაძეს, პატარებსა და მათ მშობლებს მიულოცეს ქალაქში კიდევ ერთი წარმატებული პროექტის განხორციელება. აღინიშნა, რომ ამიერიდან აქ მოეწყობა ბავშვებისთვის სხვადასხვა კულტურული და გასართობი ღონისძიებები.
– ,, ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია პატარების მომავალზე, მათ ბედნიერებაზე ზრუნვა, სწორედ ამიტომ გაჩნდა წყალტუბოში ასეთი ცენტრის გახსნის იდეა. მოგვიანებით ჩვენი ჩანაფიქრის განხორციელება სახელმწიფო პროგრამის ,,აწარმოე საქართველოში’’ ფარგლებში შევძელით, გავიარეთ რამდენიმე ეტაპი და მივიღეთ დაფინანსება 15 ათასი ლარის ოდენობით. დიდი მადლობა ადგილობრივ ხელისუფლებას მხარდაჭერისთვის. ვფიქრობთ, ამიერიდან წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ პატარებს შესაძლებლობა ექნებათ მყუდრო და მოწესრიგებულ გარემოში საყვარელ ანიმაციურ გმირებთან და კეთილგანწყობილ ადამიანებთან ერთად კიდევ უფრო გაილამაზონ და ნამდვილ დღესასწაულად აქციონ საიუბილეო თარიღები’’ – განაცხდა სადღესასწაულო ცენტრ ,,თახვების’’ ხელმძღვნელმა თამარ მანაგაძემ, მისივე თქმით, სადღესასწაულო ცენტრში სოციალურ აქტივობებსაც განახორციელებენ, ახალი წლის დღეებში აქ ა(ა)იპ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ინკლუზიური ცენტრის ბენეფიციარებს ელოდებიან.

Visited 471 times, 1 visit(s) today