წყალტუბოში გზების სარებილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

13/07/2017

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებელმა კონსტანტინე მამისეიშვილმა და გამგებლის მოადგილემ გენადი ბალანჩივაძემ რეგიონალური განვითრების ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტების მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს. როგორც გამგებელმა აღნიშნა სამუშაოები გრაფიკით გათვლისწინებულ ვადებში მიმდინარეობს და სექტემბრის თვეში უნდა დასრულდეს.
სოფელ წყალტუბოში, ლორთქიფანიძის ქ. მე-10 ჩიხში მიმდინარეობს ბეტონის გზის დაგება. სოფელ ხომულში ქ. წყალტუბოში წითლანაძის ქუჩაძე რომელიც უერთდება სოფელ ხომულს, მიმდინარეობს ბეტონის გზის სამუშაოები.
ვარციხ-ჰესის დასახლებაში მიმდინარეობს ბეტონის გზის დაგება.
სოფელ ბანოჯასა და ქვიტირში მიმდინარეობს გზების სარებილიტაციო სამუშაოები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0