წყრუთი-ანის საავტომობილო გზაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს (IV ეტაპი).
ამ ეტაპზე, გზაზე შემასწორებელი და საფუძვლის ფენები ეწყობა.უახლოეს დღეებში კი ასფალტის საფარი დაიგება.
აღსანიშნავია, რომ ასფალიტრებული გზა უკვე სოფლის ცენტრამდე მივა, რაც მოსახლეობის გადაადგილებას უფრო უსაფრთხოს და კომფორტულს გახდის.
წყრუთი-ანის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 742 747 ლარით ფინანსდება.
Visited 160 times, 1 visit(s) today