ჭადრაკის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტად გია გიორგაძე აირჩიეს. გადაწყვეტილება დელეგატებმა ჭადრაკის სასახლეში გამართულ საარჩევნო-საანგარიშო ყრილობაზე მიიღეს. გია გიორგაძე ფედერაციას მე-4 ვადით, მომდევნო 4 წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს. ვიცე-პრეზიდენტები იქნებიან: აკაკი იაშვილი, ვალერი გაფრინდაშვილი და ზურაბ მიქაძე, გენერალური მდივნის ადგილი კი სოფიო გვეტაძემ დაიკავა.
Visited 173 times, 1 visit(s) today