ჭანიეთში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სკოლამდელი სააღმზრდელო პროცესი სოფელ ჭანიეთში ახლადაშენებულ ბაღში განახლდა. ახალი ბაღი დღეს ოფიციალურად გაიხსნა. თანამედროვე სტანდარტების, შშმ პირებზე ადაპტირებული საბავშვო ბაღის მშენებლობა ჭანიეთის თემში გასულ წელს დაიწყო და 2016 წლისთვის დასრულდა.
საბავშვო ბაღი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ საზეიმო ვითარებაში გახსნეს.
სასწავლო პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით ოზურგეთის საბავშვო თეატრის მსახიობების მონაწილეობით თოჯინური სპექტაკლი მოეწყო.
„ჭანიეთის საბავშვო ბაღი პირველია 4 საბავშვო ბაღიდან, რომლებიც მიმდინარე წელს ოზურგეთის მუნციპალიტეტში აშენდა. აქ ყველანაირი პირობაა იმისთვის, რომ პატარები ნორმალურ გარემოში აღიზარდონ. მოწესრიგებულია სამყოფი ოთახები, სამზრეულო და სველი წერტილები. ბაღი აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით. მინდა მივულოცო სოფელს და მადლობა გადავუხადო რეგიონული განვითარების ფონდს მხარდაჭერისთვის,“- აღნიშნა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა.
ჭანიეთის საბავშვო ბაღის მშენებლობაზე 394 000 ლარი დაიხარჯა. მსგავსი ტიპის საბავშვო ბაღები 2016 წელს სოფელ ბახვში, ცხემლისხიდსა და სოფელ ოზურგეთში გაიხსნება.

Visited 176 times, 1 visit(s) today