ჭიათურას ნორვეგიის კულტურული მემკვიდრეობის დირექტორატი ეწვია

25/10/2017

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს პროექტის „2017-2018 წლებში მცირე და საშუალო ზომის ისტორიული ქალაქების მართვის გაუმჯობესება“-ფარგლებში ,ჭიათურის მუნიციპალიტეტს, კულტურის სამინისტროს და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად, სამუშაო ვიზიტით ნორვეგიის კულტურული მემკვიდრეობის დირექტორატი ეწვია.
პროექტი მიზნად ისახავს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ისტორიულ ქალაქებთან თანამშრომლობის მრავალწლიანი გამოცდილებაზე დაყრდნობით,ისტორიული ქალაქების თემაზე სწავლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების პლატფორმის შემდგომ გაძლიერებას. სტუმრებმა ჭიათურაში კულტურული და ინდუსტრიული მემკვიდრობის ძეგლები დაათვალიერეს და ქალაქის განვითარებისათვის სამომავლო გეგმები დასახეს.
მათ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეული მერი პაატა ნადირაძე შეხვდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0