14 იანვარს, ქართული თეატრის დღეს, რესპუბლიკის დამსახურებული არტისტის ანტონ ბარათაშვილის საცხოვრებელი სახლის კედელზე,თხელიძის ქუჩაზე,მისი შემოქმედებითი მოღვაწეობის უკვდავსაყოფად, მემორიალური დაფა გაიხსნა. მსახიობის საცხოვრებელი სახლის ფასადზე მემორიალური დაფა ჭიათურის მერმა გივი მოდებაძემ,საქართველოს დამსახურებულმა არტისტმა იზა ჯიშკარიანმა და მსახიობის შვილმა-მარჯანიშვილის თეატრის მსახიობმა ბესო ბარათაშვილმა გახსნეს. ღონისძიებას ანტონ ბარათაშვილის ოჯახის წევრები, ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის პროფესიულ -დრამატული თეატრის მსახიობები და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საქართველოს დამსახურებული არტისტი ანტონ ბარათაშვილი ჭიათურის თეატრის ერთ-ერთი გამორჩეული მსახიობი გახლდათ, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის თეატრის ისტორიის შექმნაში.
ანტონ ბარათაშვილი 1949 წლიდან ჭიათურის თეატრში მოღვაწეობდა, ხოლო მანამდე- საქართველოს სხვადასხვა თეატრებში, მათ შორის მოზარდ მაყურებელთა თეატრში. სცენაზე 200- ზე მეტი როლი განასახიერა. 1973 წელს თეატრალურმა საზოგადოებამ ანტონ ბარათაშვილის 50 წლის იუბილე აღნიშნა. მსახიობი 1975 წელს გარდაიცვალა.