ჭიათურაში გაფიცულმა მაღაროელებმა პროტესტი შეწყვეტეს. მაღაროელებსა და „ჯორჯიან მანგანეზის“ ადმინისტრაციას შორის შეთანხმება შედგა. შეთანხმების თანახმად, დასაქმებულები ხვალიდან დაუბრუნდებიან სამუშაო ადგილებს
შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ეკონომიკის, ჯანდაცვისა და განათლების მინისტრები: ნათია თურნავა, დავით სერგეენკო და მიხეილ ბატიაშვილი დღეს ჭიათურაში ჩავიდნენ. მაღაროელებთან შეხვედრა სწორედ მათი მონაწილეობით გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ ასევე, ჭიათურის ახლად არჩეული მერი გივი მოდებაძე,მაჟორიტარი დეპუტატი სულხან მახათაძე , „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალური მმართველი ნიკოლოზ ჩიქოვანი და ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი მეუფე დანიელი.