ჭიათურაში თანამედროვე სტანდარტების საბაგირო გზების მშენებლობა დასასრულს მიუახლოვდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ჭიათურაში ერთ-ერთი მასშტაბური პროექტის-თანამედროვე სტანდარტების საბაგირო გზების მშენებლობა დასასრულს მიუახლოვდა. დღეს ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიაში გაფორმდა მემორანდუმი, რომელსაც ხელი მოაწერა ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა გივი მოდებაძემ, ამხანაგობა “დაგი“-ს მმართველმა მიხეილ შარანგიამ და შ.პ.ს. “ჭიათურბაგირგზების“ დირექტორმა რამაზ ყიფშიძემ. მემორანდუმი ითვალისწინებს მიმდინარე ბაგირგზების მშენებლობის პროცესისათვის უკიდურესი აუცილებლობიდან გამომდინარე, კერძოდ, ბაგირებისა და გონდოლების დამონტაჟების საკითხის ბოლომდე მიყვანისათვის, რამოდენიმე ხის მოჭრის აუცილებლობას და ერთ მოჭრილ ხეზე 4 ძვირადღირებული ხის ჯიშის დარგვას.
ამხანაგობა “დაგი-სკი“ იღებს ვალდებულებას დააფინანსოს ძვირადღირებული ჯიშების–საკურას, ლეილანდის კვიპაროსის, უნგრული ცაცხვის, მტირალა ტირიფის და მსხილფოთოლა ნეკეჩხალის შეძენა, ტრანსპორტირება და რამდენიმე წლის განმავლობაში მოვლა-პატრონობა. ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიამ კი მემორანდუმის მიხედით დათქმულ ლოკაციებზე უმოკლეს ვადაში უნდა განახორციელოს აღნიშნული ნერგების დარგვა და უზრუნველყოს ფართომაშტაბიანი “გამწვანების აქციის“ მოწყობა. ასევე მოსახლეობის ინფორმაციული უზრუნველყოფა მემორანდუმის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობის საბოლოო შედეგებისა და სამომავლო გეგმების შესახებ.

Visited 137 times, 1 visit(s) today