ჭიათურაში მიწისქვეშა გადასასვლელი გვირაბის რეაბილიტაცია დასრულდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ჭიათურაში, იაშვილის ქუჩიდან ჭავჭავაძის ქუჩამდე თეატრთან დამაკავშირებელ მიწისქვეშა გადასასვლელ გვირაბს ხელახალი და სრულყოფილი რეაბილიტაცია ჩაუტარდა. სადღესასწაულო ლენტი ჭიათურის მერმა გივი მოდებაძემ საქართველოს დამსახურებულ არტისტებთან ქეთევან შარიქაძესთან და იზა ჯიშკარიანთან ერთად გაჭრა. მერმა მიწისქვეშა გვირაბი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან და ღონისძიებაზე მისულ სტუმრებთან ერთად დაათვალიერა. პროექტის ფარგლებში, მოხდა მიწისქვეშა გადასასვლელის კედლების, იატაკის და ჭერის მოპირკეთება,აღდგა კიბეები,მოეწყო განათება, დამონტაჟდა ვიდეოკამერები. გვირაბიდან მოეწყო არხი და დამონტაჟდა წყლის ტუმბო და გენერატორი. სამუშაოები ინდ მეწარმე „მშენებელი-21“-მა შეასრულა,რისთვისაც 103 ათასი ლარი დაიხარჯა. აღსანიშნავია,რომ მიწისქვეშა გადასავლელით ჭიათურის მოსახლეობა 1990-იანი წლების შემდეგ სრულყოფილად ვერ სარგებლობს, რადგან წყლით სავსე, გაუწმენდავი, და ჩაბნელებული გვირაბი საფრთხეს წარმოადგენდა მოქალაქეებისთვის.

Visited 124 times, 1 visit(s) today