ჭიათურაში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს

08/12/2017

ჭიათურაში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს. ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა პირველ მოადგილესთან,გივი მოდებაძესთან ერთად, საჩხერის გზატკეცილზე ექვს კილომეტრიანი სიგრძის საგზაო ინფრასტურქტურული სამუშაოები დაათვალიერა,სადაც ამ ეტაზე გზის სავალი ნაწილისა და ნაპირების დასუფთავება მიმდინარეობს. მიმდინარე სამუშაოები უახლოეს დღეებში დასრულდება,რის შემდეგაც ქალაქთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზის გადარეცხვა დაიწყება. პაატა ნადირაძემ შესაბამის სამსახურებს აღნიშნული მონაკვეთის პერიოდულად გადარეცხვა დაავალა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0