ჭიათურის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის სექტემბერში დაიწყება

01/09/2017

ჭიათურის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის სექტემბერში დაიწყება.
პროექტი ითვალისწინებს სათავე ნაგებობის, მაგისტრალური ხაზების, გამანაწილებელი ქსელის და საქლორატოროს მოწყობას, ასევე, სატუმბი სადგურების და რეზერვუარების მშენებლობა-რეაბილიტაციას.
სამუშაოების დასრულების შემდეგ ჭიათურის მოსახლეობა, რომელსაც წყალი დღემდე სხვადასხვა გრაფიკით მიეწოდება, 24 საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს.
პროექტს აზიის განვითარების ბანკი (ADB) აფინანსებს და ის 36 მილიონი ლარი ჯდება.
პროექტის დასრულება 2019 წლის პირველ კვარტალში იგეგმება

Tweet about this on TwitterShare on Facebook0