ჭუბერში მოსახლეობას ახალი სატყეო კოდექსი გააცნეს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერში, ადგილობროვებს ახალი სატყეო კოდექსი გააცნეს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა და მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის მიმართულების სამსახურის ხელმძღვანელმა სოზარ სუბარმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, მოსახლეობას, ახალ სატყეო კოდექსთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა. მინისტრები ადგილობრივებს, ასევე მიწის დაკანონების, ეკოტურიზმის, სოციალური პროგრამების და არსებული საჭიროებების შესახებ ესაუბრნენ. ახალი სატყეო კოდექსის განხილვას, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი კობა ქანთარია, პარლამენის წევრი ვიქტორ ჯაფარიძე, მესტიის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი და სატყეო დეპარტამენტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Visited 202 times, 1 visit(s) today