ხანძრის ზონაში მცხოვრებ მოსახლეობის გაზმომარაგებას საფრთხე არ ემუქრება

22/08/2017

ენერგეტიკის მინისტრი ილია ელოშვილი ბორჯომის მუნიციპალიტეტში, პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით შექმნილ ხანძრის სალიკვიდაციო საგანგებო შტაბის მუშაობაში მონაწილეობს.
მინისტრის განცხადებით- ბორჯომ-ბაკურიანის დამაკავშირებელი 300 მმ-იან გაზსადენი, რომელიც ხანძრის ზონიდან დაახლოებით 4 კმ-ის დაშორებით მდებარეობს შეუფერხებლად ფუნქციონირებს. ხანძრის ზონაში მცხოვრები მოსახლეობის გაზმომარაგებას საფრთხე არ ემუქრება. ბორჯომის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ასევე, შეუფერხებლად მიეწოდება ელექტროენერგია.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0