ხანძრის კერებზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ერონული სააგენტოს სპეციალისტები აკვირდებიან

23/08/2017

ხანძრის კერებზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ერონული სააგენტოს სპეციალისტები აკვირდებიან. ბორჯომისა და ატენის ხეობაში განვითარებულ ხარნძრულ პროცესებთან დაკავშირებით, ადგილზე არსებული შუასაუკუნეების დროის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლების ზედამხედველობის ქვეშაა მოქცეული. სპეციალისტები ხანძრის კერებთან მიმდებარე სოფლების ტერიტორიებზე განლაგებულ ეკლესია – მონასტრებს ცეცხლის გავრცელების პირველივე დღიდან აკვირდებიან. არსებული მდგომარეობით, ხანძრის არეალი სოფ. დაბის ღვთისმშობლის სახელობის სამონასტრო კომპლექსისა და წმ. გიორგის სახელობის ეკლესიიდან მოშორებითაა და ის ძეგლებზე ფიზიკური ზემოქმედების საფრთხეს არ ქმნის. ხანძრის გამო საშიშროება არ ემუქრება არც ატენის ხეობის სოფ. ბოშურში მდებარე ფეტვის ხევის მონასტერს. მონოტორინგის სამსახურის თანამშრომლების ცნობით, ხანძრის ზონაში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები არაა განთავსებული. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები ძეგლების მდგომარეობას ხანძრის ლოკალიზებამდე დააკვირდებიან.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0