ხანძრის შედეგად დაზარალებულ მეწარმეებს საგადასახადო ვალდებულებები არ წარმოეშვებათ

03/07/2017

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მზადაა დახმარება გაუწიოს 2 ივლისს, ე.წ. ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძრის შედეგად დაზარალებულ მეწარმეებს, ხანძრის ზემოქმედების შედეგად განადგურებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერასთან დაკავშირებით. დაზარალებული მეწარმეების იდენტიფიცირების მიზნით, ბაზრობის ადმინისტრაციასა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს შორის მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები. დაზარალებული პირების იდენტიფიცირების შემდეგ, ხანძრის ზემოქმედების შედეგად განადგურებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის დადასტურება შემოსავლების სამსახურის მიერ, განხორციელდება ადგილზე გაუსვლელად, საგადასახადო მონაცემთა ავტომატიზირებული სისტემის მეშვეობით და შესაბამისად, დაზარალებულ პირებს განადგურებულ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებთან დაკავშირებით, არ წარმოეშვებათ საგადასახადო ვალდებულებები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0