ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში ხიდებისა და ხიდბოგირების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

07/09/2017

წელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 5 სოფელში ხიდებისა და ხიდბოგირების რეაბილიტაცია განხორციელდა.
მარელისში საფეხმავლო ხიდის რეკოსნტრუქციის მიზნით, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 3 00 ლარი დაიხარჯა.
უბისაში, მდინარე კვადოურაზე და მაქათუბანში, მდინარე ხელმოსულაზე, მოეწყო ახალი ხიდბოგირები, რისთვისაც ხარაგაულის ბიუჯეტიდან 14 850 ლარი გამოიყო.
გამაგრებითი სამუშაოები ჩაუტარდა ვარძიის პირველ უბანში შესასვლელ ხიდს, რომელიც გზის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, რეგიონული განვითარების ფონდიდან დაფინანსდა.
ამჟამად მიმდინარეობს და მალე დასრულდება საავტომობილო ხიდის მშენებლობა სოფელ საბეში, მდინარე ყარნებაზე. საბეს ხიდის მშენებლობა ადგილობრივი ბიუჯეტიდან 18 162 ლარით დაფინანსდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0