ხარაგაულის სოფლებში გზების კაპიტალური რეაბილიტაცია გრძელდება

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ნიკოლოზ თოფურიძემ ვარძიასა და ლაშის იგორეთში გზების მშენებლობა დაათვალიერა.
ვარძიის პირველ უბანში, გზის 500 მეტრიან რთულ მონაკვეთზე ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები უკვე დასრულებულია. პროექტის ფარგლებში გამაგრებითი სამუშაოები ჩაუტარდა ასევე, უბანში შესასვლელ ხიდს.
ლაშის იგორეთში 2 200 მეტრზე ბეტონის საფარის დაგების პროცესი აქტიურ ფაზაშია, სამუშაოები დასასრულს უახლოვდება.
პროექტები რეგიონული განვითარების ფონდიდან ფინანსდება.

Visited 165 times, 1 visit(s) today