ხარაგაულის ქუჩების და ჩიხების რეაბილიტაცია იწყება

18/07/2017

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობამ დაბა ხარაგაულის ქუჩებისა და ჩიხების რებილიტაციის მიზნით, დაჩქარებული წესით, სამდღიანი ტენდერი გამოაცხადა. ტენდერი 180 ათას ლარზე 17 ივლისს გამოცხადდა. წინადადებები 22 ივლისიდან 24 ივლისამდე მიიღება.
180 ათასი ლარის ფარგლებში დაგეგმილია შემდეგი პროექტების განხორციელება:
1. დეკანოსიძის ქუჩის, პირველი ჩიხის რეაბილიტაცია, სადაც ასევე, მოეწყობა გზის საყრდენი კედელი.
2. 9 აპრილის ქუჩის მეორე ჩიხის რეაბილიტაცია;
3. 9 აპრილის ქუჩის მესამე ჩიხის რეაბილიტაცია;
4. 9 აპრილის ქუჩის მეხუთე ჩიხის რეაბილიტაცია;
5. 9 აპრილის ქუჩის მეექვსე ჩიხის რეაბილიტაცია;
6. სოლომონ მეფის ქუჩა მეორე შესახვევის გზის რეაბილიტაცია;
7. წერეთლ
ის ქუჩაზე მეორე ჩიხი რეაბილიტაცია;
8. კიკნაძი ქუჩის გზის რეაბილიტაცია, სადაც ასევე მოეწყობა საყრდენი კედელი;
9. დევდარიანის ქუჩის პირველი ჩიხის რეაბილიტაცია;
10. დევდარიანის ქუჩის მესამე ჩიხის რეაბილიტაცია;
11. სოლომონ მეფის და 9 აპრილის ქუჩების გადაკვეთა, ასევე მოხდება არხის გაწმენდა.
პროექტებს რეგიონული განვითარების ფონდი აფინანსებს, რომლებზეც სამშენებლო სამუშაობი, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის ოქტომბერში დასრულდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0