ხაშურის “ივერიის” საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ხაშურის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. სამუშაოები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა და შიდა ქათლის რწმუნებულის პირველმა მოადგილემ სიმონ გულედანმა ფეხბურთის ფედერეაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგებლებთან ერთად ადგილზე მოინახულეს.
ტერიტორიაზე განთავსდება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საფეხბურთო მოედანი, 2000 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნა, განათება, დამხმარე შენობა-ნაგებობები, ავტოსადგომი, გამწვანების ზოლი და საფეხმავლო ბილიკები. მშენებლობის დასრულება მიმდინარე წლის ბოლომდე იგეგმება. სტადიონის მშენებლობა მუნიციპალური განვითარების ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.

Visited 118 times, 1 visit(s) today