ხაშურის მუნიციპალიტეტის მთავარ ბიბლიოთეკაში შემაჯამებელი პრეზენტაცია „კვირეულიდან კვირეულამდე“ გაიმართა

01/05/2019

საბიბლიოთეკო კვირეულის ფარგლებში, დღეს, 1 მაისს, მუნიციპალიტეტის მთავარ ბიბლიოთეკაში შემაჯამებელი პრეზენტაცია „კვირეულიდან კვირეულამდე“ გაიმართა. საბიბლიოთეკო გაერთიანების დირექტორმა მაკა დიდებულიძემ დამსწრეთ, საბიბლიოთეკო კვირეულის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებზე ესაუბრა, თანამედროვე ბიბლიოთეკების არსი მიმოიხილა და იმ მიღწევებს გაუსვა ხაზი, რომლებიც ხაშურის მუნიციპალიტეტში შემავალ ბიბლიოთეკებს აქვთ ქვეყნის მასშტაბით.
საუბარი, ასევე, შეეხებოდა ბიბლიოთეკის პროგრამებს, ბიბლიოთეკასთან არსებულ სხვადასხვა კლუბებს და იმ თანამედროვე ტექნოლოგიებს თუ რესურსებს, რომლებითაც ბიბლიოთეკები აქტიურად სარგებლობენ.
შეხვედრაზე დაანონსდა, საბიბლიოთეკო კვირეულის 2 მაისის პროგრამაც, რომლის მიხედვითაც, 12:00 საათიდან, ქალაქის ცენტრში, საბავშვო ბიბლიოთეკის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება ლიტერატურული გმირების კოსტუმირებული მსვლელობა და სხვადასხვა ღონისძიებები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0