ხაშურის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას უძღვებოდა ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე მიხეილ ჯანაშვილი. საბჭოს წევრები გაეცნენ მოხსენებას მუნიციპალიტეტის სპორტული პროგრამების შესახებ, რომელიც მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის სპორტის განყოფილების უფროსმა სპეციალისტმა ნინო ლომსაძემ წარმოადგინა. სხდომაზე იმსჯელეს სპორტული პროგრამებში გოგონებისა და ბიჭების თანაბარი ჩართულობის უზრუნველყოფის მექანიზმების შესახებ. დადებითად შეფასდა ფაქტი, რომ ყველა სპორტული სექცია, რომელსაც ხაშურის სასპორტო სკოლა სთავაზობს სპორტის მოყვარულებს, არის უფასო.
გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებმა იმსჯელეს სამომავლო ღონისძიებების შესახებ. დაიგეგმა სამომავლო ვიზიტი ე.წ. გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მოსახლეობის და კერძოდ ქალების საჭიროებათა შესწავლის მიზნით, ასევე საგანმანათლებლო შეხვედრები სკოლის ასაკის მოსწავლეებთან.