ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა, 2008 წლის აგვისტოს ომის გმირების საფლავები გვირგვინებით შეამკო

დღეს, 8 აგვისტოს, ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გურასპაშვილმა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ ჯანაშვილმა, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად, 2008 წლის აგვისტოს ომის გმირების საფლავები გვირგვინებით შეამკეს. 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომმა ხაშურის მუნიციპალიტეტიდან სამი ახალგაზრდის სიცოცხლე შეიწირა. ვახტანგ გორგასლის მესამე ხარისხის ორდენის კავალერი -კაპრალი დავით ბლიაძე ქვიშხეთშია დაკრძალული, კაპრალი ზაურ მახარაშვილი, რომელსაც გარდაცვალების შემდეგ მედალი “მხედრული მამაცობისთვის” გადაეცა, მისი მშობლიური სოფლის – ოსიაურის სასაფლაოზე განისვენებს, ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენის კავალერმა კაპრალმა გიორგი წიქარიშვილმა კი სამუდამო განსასვენებელი თბილისის ძმათა სასაფლაოზე ჰპოვა.

Visited 125 times, 1 visit(s) today