ხაშურის მუნიციპალიტეტში აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით იძულებით გადაადგილებულ და სოციალურად დაუცველ (სარეიტინგო ქულა 20 000-მდე, 5 მარტის მდგომარეობით) ოჯახებს საკვები პროდუქტები გადაეცათ. პროდუქტების გადაცემის პროცესს თვალი მიადევნეს მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გურასპაშვილმა, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ ჯანაშვილმა და მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ზვიად ქურდაძემ. მუნიციპალიტეტიდან სააღდგომო დახმარებას 708 ოჯახი მიიღებს, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 35400 ლარი დაიხარჯა. აქციას ორგანიზება გაუწია მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფი სამსახურმა.
Visited 60 times, 1 visit(s) today