ხაშურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში, დღეს, 5 სექტემბერს,გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა, ბიომრავალფეროვნების საკითხებთან დაკავშირებით, საინფორმაციო შეხვედრა გამართა. კამპანია, რომელიც მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას ემსახურებოდა, კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. გამოიკვეთა მუნიციპალიტეტისთვის დამახასიათებელი პრობლემატური საკითხები, რაზეც მონაწილეებმა დარგის სპეციალისტებისგან მიიღეს რეკომედაციები. შეხვედრას ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს, სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები და დაინტერესებული პირები.
Visited 54 times, 1 visit(s) today