ხაშურში, ბორჯომის ქუჩაზე, ავტომაგისტრალის გასწვრივ ღობეების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტი, რომელიც 873 757.79 ლარს ითვლის, ადგილობრივი ბიუჯეტისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით ხორციელდება. მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე აკვირდებოდნენ მუნიციპალიტეტის მერი გიორგი გურასპაშვილი და ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსი გიორგი პაპიაშვილი. მათი განმარტებით, აღნიშნული სამუშაოები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქალაქის იერსახის მოწესრიგებას, პროექტი მიმდინარე წლის შემოდგომაზე დასრულდება.
Visited 140 times, 1 visit(s) today