ხაშურში მდინარე სურამულას ნაპირსამაგრი კედლების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ქალაქ ხაშურში მდინარე სურამულას ნაპირსამაგრი კედლების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. დღეს, 24 მაისს, პროცესებს ადგილზე აკვირდებოდნენ ხაშურის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი გურასპაშვილი და ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსი გიორგი პაპიაშვილი.

„აღნიშნული სამუშაოები მოსალოდნელი სტიქიის პრევენციისთვის მნიშვნელოვანი წინაპირობაა, ამ მიმართულებით, კვლავაც, არაერთი ღონისძიება გატარდება ჩვენს მუნიციპალიტეტში“ -აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა.

მდინარე სურამულას ნაპირსამაგრი კედლების გამაგრება-რეაბილიტაციის სამუშაოები, ადგილობრივი ბიუჯეტისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ჯამური ღირებულება 483 996 ლარია.

Visited 79 times, 1 visit(s) today