ხაშურში საახალწლო ნაძვის ხე აინთო

26/12/2019

ხაშურში საახალწლო ნაძვის ხე აინთო. მოეწყო საახალწლო განათებაც. ქალაქის საახალწლო გაფორმებას ძველ გირლანდებთან ერთად ახალი მორთულობაც დაემატა. ხაშურში 31 დეკემბერს საახალწლო კონცერტიც არის დაგეგმილი, კონცერტი, რომელშიც ცნობილ შემსრულებლებთან ერთად ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფები და ხელოვანები მიიღებენ მონაწილეობას, ტრადიციულად ქალაქის ცენტრალურ მოედანზე გაიმართება და 22 საათიდან დაიწყება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0