ხაშურში, სატელეკომუნიკაციო დარგის მომხმარებელთა საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

25/11/2019

ხაშურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში, დღეს, 25 ნოემბერს საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, რომლის მიზანიც სატელეკომუნიკაციო დარგის მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლება იყო. შეხვედრას მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის ომბუდსმენი გვანცა ჩხეიძე უძღვებოდა. მან დამსწრე აუდიტორიას წარუდგინა ინფორმაცია სამსახურის საქმიანობის შესახებ, გააცნო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები, კომპანიების ვალდებულებები, საჩივრის/განცხადებების განხილვის წესები და ვადები, აგრეთვე დარგში შემავალი სხვა საკითხები. ომბუდსმენის განმარტებით, მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის ფუნქციონირების მიზანი ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის სფეროში მომხმარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვაა.
შეხვედრას ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები და დაინტერესებული პირები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0